’ვენერას’ ახალი დაბადება

’ვენერას’ ახალი დაბადება

     ბუხარი "ვენერა" გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია და დამზადებულია რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატების მიერ ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ იაკობის ძე ლისოვსკის საქვეყნოდ განთქმულ ქარხანაში. ბუხარი თავდაპირველად განთავსებული იყო იამანიძის ქუჩაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გრაფ ოლდენბურგს ეკუთვნოდა.
    ხელოვნების ნიმუშს მკვლევარმა, ვანო ჯახუამ, 2014 წლის 9 ივლისს მიაკვლია და მუზეუმის ადმინისტრაციას აცნობა. ბუხრის განსაკუთრებული ეროვნული და მხატვრული ღირებულებიდან გამომდინარე, მუზეუმის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა, მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო უნიკალური ნივთის დემონტაჟი და მისი სამუზეუმო სივრცეში გადმოტანა. აღნიშნული პროცესი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით.