იაკობ ტრიპოლსკის ბარელიეფი ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში

იაკობ ტრიპოლსკის ბარელიეფი ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში

     

    7 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში იაკობ ტრიპოლსკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

    უკვდავთა ბაღში ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილ ბარელიეფი გაიხსნა. გარდა ამისა, მოეწყო ფოტოგამოფენა, ნაჩვენები იყო როგორც ტრიპოლსკის პირადი ფოტომასალა, ასევე კინოსა და მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობის ამსახველი კადრები.

    სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ მსახიობის შესრულებული როლებიდან ორი კოსტიუმი.

    იაკობ (იაშა) ტრიპოლსკი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ორმოცი წელი იდგა. იგი პარალელურად  მთარგმნელობით სამუშაოსაც ეწეოდა. თარგმნიდა პიესებს, პოემებს. აღსანიშნავია, რომ ბერნარდ შოუს "პიგმალიონი", რომელიც მარჯანიშვილის თეატრში დღესაც ანშლაგით იდგმება, სწორედ იაკობ ტრიპოლსკიმ,  მოსე ქარჩავაძესთან ერთად თარგმნა.