ნიკო ფიროსმანის პერსონალური გამოფენა

 ნიკო ფიროსმანის პერსონალური გამოფენა

     

    15 მარტს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინიციატივით, ნიკო ფიროსმანიშვილის მირზაანის სახლმუზეუმიდან, ხელოვნების სასახლეში  ფიროსმანის 15 ორიგინალი გადმოიტანეს. მირზაანის აღნიშნული კოლექცია, თბილისში 1978 წლის შემდეგ პირველად გამოიფინა. საყურადღებოა ისიც, რომ ნიკალას ორიგინალებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის  პაბლო რუის ი პიკასოს მიერ 1972 წელს შექმნილი ფიროსმანის უნიკალური გრაფიკული პორტრეტი.

    გარდა ამისა, ხელოვნების სასახლის საგამოფენოს სივრცეში წარმოდგენილი იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ფიროსმანის პერსონალური გამოფენების აფიშები.