ვერნერ რუდიგერის პერსონალური გამოფენა

ვერნერ რუდიგერის პერსონალური გამოფენა

     15 აპრილს, 18საათზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში თანამედროვე გერმანელი მხატვრის ვერნერ რუდიგერის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

     მხატვარი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში, ქმნის საქართველოს ისტორიული ძეგლების სრულ კოლაჟს. ემოციებისა და შთაბეჭდილებების ტილოზე გადატანის მთავარი მაპროვოცირებელი კი მისი 1980იან წლებში საქართველოში მოგზაურობაა.

     ვერნერ რუდიგელრმა მოინახულა როგორც დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი ეკლესია-მონასტრები, ასევე ტაოკლარჯეთში შემორჩენილი უნიკალური ისტორიული ძეგლები.

    ექსპოზიცია მოიცავს 40-მდე ნამუშევარს.