ომარ კელაპტრიშვილის ბიუსტი ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში

ომარ კელაპტრიშვილის ბიუსტი ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში

    4 მაისს, 17 საათზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

    ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ხელოვანის ბიუსტის გაiხსნა. შეკრებილმა საზოგადოებამ გაიხსენა ვირტუოზის შემოქმედება და მისი დამსახურებას ქვეყნის წინაშე.

    ომარ კელაპტრიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ხელოვანია. მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატმა, ხალხური თუ კლასიკური მუსიკის სალამურზე ვირტუოზული შესრულებით, საქართველოს სახელი მრავალჯერ გაიტანა მსოფლიოს გარეთ და მსმენელი იშვიათი და დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობით გააოცა. იგი იყო სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ‘რუსთავი’ს ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი. მოგვიანებით დააარსა ანსამბლი იავნანა, რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად ‘კელაპტარი’ დაერქვა.