ფიოდორ შალიაპინის გამოფენა

ფიოდორ შალიაპინის გამოფენა

    26 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში ფიოდორ შალიაპინის გამოფენა გაიხსნა. მეოცე საუკუნის რუსი საოპერო მომღერალი. ძლიერი და მოქნილი ბასის და მომაჯადოვებელ სასცენო თამაშის წყალობით, ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს შემსრულებლად ითვლება. მას ხშირად მიეწერება ხელოვნების ამ დარგში ბუნებრივი თამაშის დამკვიდრება.

    მისი კარიერის რუსული ფაზის დროს, შალიაპინს კონფრონტირება სხვა ორ დიდ რუს ბასებთან, ლევ სიბირიაკოვთან (1869-1942) და უფრო ლირიულ ვლადიმერ კასტორსკისთან(1871-1948) უწევდა. ფაქტი, რომ ამ გამორჩეული ტრიოდან შალიაპინი დანარჩენ ორზე გაცილებით დასამახსოვრებელი გახდა, მისი სასცენო გამოსვლების მიმზიდველობის ძალითაა განპირობებული

    შალიაპინის კარერული დასაწყისი საქართველოსთა კერძოდ თბილისს უკავშირდება. 1915 წელს როდესაც მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა მან აღნიშნა: " მე, სეცოცხლისათვის დავიბადე ყაზანში, ხოლო მუსიკისათვის- თბილისში"